კომპანია „ლბ ალუმინი“ წარმოადგენს ალუმინის სისტემების ოფიციალურ დილერს, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ალუმინის პროფილების იმპორტს .
კომპანია დაარსდა 2014 წელს და დღემდე წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, სთავაზობს მომხმარებლებს თანამედროვე, გამძლე და ინოვაციურ პროდუქციას.
„ლბ ალუმინი“ თანამშრომლობს ალუმინის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიასთან — ASAŞ-თან, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
ასევე, კომპანია პარტნიორობს ევროპულ ფურნიტურისა და აქსესუარების წამყვან მწარმოებლებთან, როგორებიც არიან Winkhaus და GEZE, რაც დამატებით ზრდის პროდუქციის სანდოობასა და ფუნქციურობას.
2021 წელს კომპანიის განვითარების ფარგლებში გაიხსნა ფილიალი — შპს „კაპი“, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის პოზიციებს ბაზარზე და ზრდის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობას.